ლონდონის ჩელსიში ცვლილებები იწყება: რუსმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ლონდონის “ჩელსიში” ახალი ეპოქა იწყება. თითქმის 20-წლიანი მმართველობისა და მფლობელობის შემდეგ, რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბი სანქციების შემდეგ დატოვა.

ახალი მფლობელი ტოდ ბოელი იქნება, რომელიც ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტრორი გახლავთ და ცნობილია როგორც ფილანტროპი.

ცხადია, მთავარი მმართველის შეცვლას, ხელმძღვანელობაში და სხვადასხვა რგოლებში ცვლილებებიც მოჰყვება. პირველი სტრატეგიული პოზიცია, რომელზეც უკვე ცვლილება განხორციელდა, გენერალური დირექტორის თანამდებობაა.

ეროვნებით რუსმა მარინა გრანოვსკაიამ, რომელიც რომან აბრამოვიჩის მიერ დანიშნული პირი გახლდათ და რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში კლუბს ხელმძღვანელობდა, კლუბი ოფიციალურად დატოვა.

ცნობილია, რომ ახალი მფლობელი მხარს უჭერს მთავარი გუნდის ხელმძღვანელს, ტომას ტუხელს და მას შემადგენლობის გაძლიერებაში ხელს შეუწყობს.

2021/22 წლების სეზონი “არისტოკრატებმა” ინგლისის პრემიერ ლიგაში მესამე სატურნირო პოზიციით დაასრულეს და შემდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

ლონდონის ჩელსიში ცვლილებები იწყება: რუსმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სტატიის ავტორი
-