ლუის სუარესი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლუის სუარესი, ,,გრემიოში” ითამაშებს. ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სუარესი ბოლოს ,,ნასიონალში” თამაშობდა, სადაც 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ,,ელ პისტოლერო” ,,ნასიონალთან” ერთად ურუგვაის ჩემპიონიც გახდა.

,,გრემიომ” გასული სეზონი ბრაზილიის სერია B-ში გაატარა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა.

ლუის სუარესი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-