ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში დაბრუნდა 

საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე მოსკოვის “დინამოში” დაბრუნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი ნახევარმცველი რუსულ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა იგი კლუბში.


FIFA-მ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს კონტრაქტის 1 წლით გაწყვეტის უფლება მისცა


“დინამო თბილისის” აღზრდილმა ფეხბურთელმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული სანქციების შემდეგ, რუსული კლუბიდან დროებით წასვლის შესაძლებლობით ისარგებლა, ვაკო გვილიას პოლონურ “რაკუვში” გადაბარგდა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა, ახლა კი კონტრაქტის მიხედვით კლუბს დაუბრუნდა და მისი კარიერული მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-