მამარდაშვილის ღირებულება ერთ წელიწადში 733,3%-ით გაიზარდა

გიორგი მამარდაშვილის ღირებულება იზრდება. ქართველის ღირებულება, რომელიც “ვალენსიაში” 2027 წლამდე დარჩება, პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვეში 733,3%-ით გაიზარდა. გიორგის ფასმა 3 მილიონიდან 25 მილიონამდე, სულ რაღაც ერთ წელიწადში აიწია.

2022 წელს არცერთ სხვა მეკარეს მსგავსი ზრდა არ ჰქონია. მასთან ყველაზე ახლოს არიან ესპანელი რობერტ სანჩესი, რომლის ფასი 21 მილიონით გაიზარდა და პორტუგალიელი დიოგო კოსტა, რომლის ღირებულება 19 მილიონით გაიზარდა. გარდა ამისა, ღირებულების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეებს შორისაა. გიორგი ბაზარზე მე-13 ყველაზე ძვირადღიებული მეკარეა. რეიტინგის ლიდერი ბელგიისა და “რეალ მადრიდის” ტიბო კურტუაა (60 მლნ).

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი ლა ლიგაში ღირებულების მიხედვით ოთხეულში შედის. მას მხოლოდ უნაი სიმონი, იან ობლაკი, ტერ შტეგენი და ზემოზსენებული ტიბო კურტუა უსწრებენ.

მამარდაშვილის ღირებულება ერთ წელიწადში 733,3%-ით გაიზარდა

სტატიის ავტორი
-