მესი პარი სენ ჟერმენის ორ მატჩს გამოტოვებს

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეო მესის შვებულება გაუხანგრძლივეს და კლუბს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება:

,,გამარჯვებისა და აღნიშვნის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მესი არგენტინაში პირველ იანვრამდე დარჩეს. ლეო გუნდს 2-ში ან 3-ში შემოუერთდება,” – გალტიეს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

შედეგად, მესი ,,პსჟ-ის” ორ შეხვედრას გამოტოვებს. პარიზელები ხვალ ,,სტრასბურს” ეთამაშებიან, პირველ იანვარს კი – ,,ლანსს”.

ლიგა 1-ის 15 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდი 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლანსს” 5 ქულით უსწრებს.

მესი პარი სენ ჟერმენის ორ მატჩს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-