მესის სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი ქომაგებს პსჟ-ს სტადიონზე უჩვენოს

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ-ის” შემტევმა, ლეო მესიმ, პარიზულ კლუბს სთხოვა, რომ ,,პარკ დე პრენსზე”, გულშემატკივრების წინაშე, მსოფლიო ჩემპიონატის თასით წარდგენის საშუალება მისცეს. ინფორმაცია Goal.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგულ გუნდში დარწმუნებულები არ არიან, რომ არგენტინტელს ამის უფლებას მისცემენ.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში სწორედ საფრანგეთი დაამარცხა და თანაც, ფინალში ჰეთ-თრიკი ,,პარი სენ ჟერმენის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ, შეასრულა.

,,პსჟ” ლიგა 1-ს ხუთშაბათს, 29 დეკემბერს, ,,სტრასბურთან” საშინაო შეხვედრით განაახლებს.

https://twitter.com/goal/status/1605657832673710119

მესის სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასი ქომაგებს პსჟ-ს სტადიონზე უჩვენოს

სტატიის ავტორი
-