“მეტი პატივისცემა მართებთ” – ბენფიკას მწვრთნელი ფერნანდესის ტრანსფერზე

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ენცო ფერნანდესის ტრანსფერი სპორტული მედია საშუალებების განხილვის მთავარი თემაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ენცო ფერნანდესის ტრანსფერით ლონდონის “ჩელსი” ინტერესდება, თუმცა “არისტოკრატებს” კოლოსალური გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურთ. ლონდონური კლუბის მესვეურები “ბენფიკასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ენცო ფერნანდესის ტრანსფერში სასურველი თანხა გადაიხადონ.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პორტუგალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი – როჯერ შმიდტი გამოეხმაურა. შმიდტის სიტყვებს ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ციტირებს.

“ენცო ფერნანდესის გაყიდვა არ გვსურს. არსებობს ერთი კლუბი, რომელიც მისი შეძენით ინტერესდება, მაგრამ €120 მილიონიანი გამოსასყიდის გადახდაზე უარს ამბობს. ისინი ფეხბურთელს აიმედებენ.

მეტი პატივისცემის გამოჩენა მართებთ – ფეხბურთელს აგიჟებენ. ისინი თავს გვაჩვენებენ, თითქოს გამოსასყიდის გადახდაზე თანახმა არიან და შემდეგ მოლაპარაკებებს გვთავაზობენ”.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1610994119886733312
https://twitter.com/FabrizioRomano/status/1610995121239261185

“მეტი პატივისცემა მართებთ” – ბენფიკას მწვრთნელი ფერნანდესის ტრანსფერზე

სტატიის ავტორი
-