მსოფლიო ჩემპიონატის 32-ე მონაწილე – კოსტა რიკამ მუნდიალის საგზური გაიფორმა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფის ფინალურ შეხვედრაში კოსტა რიკამ ახალ ზელანდიას 1:0 მოუგო და მუნდიალის საგზური გაიფორმა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე ჟოელ კემბელმა გაიტანა. შედეგად, კოსტა რიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეხუთედ იასპარეზებენ.

ლუის ფერნანდო სუარესის გუნდი E ჯგუფში ესპანეთის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.


მსოფლიო ჩემპიონატის 32-ე მონაწილე – კოსტა რიკამ მუნდიალის საგზური გაიფორმა

სტატიის ავტორი
-