ნეიმარი მესის: ,,ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ”

,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი სოციალურ ქსელში ლეო მესის დაემშვიდობა, რომელმაც გუშინ პარიზული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა:

,,ძმაო, ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. შენთან ერთად კიდევ 2 წლის გატარება სასიამოვნო იყო.

წარმატებებს გისურვებ ახალ ეტაპზე და ბედნიერი იყავი. მიყვარხარ!” – წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში.

2022-2023 წლების სეზონში მესიმ ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არგენტინელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის ,,ალ ჰილალი”, ,,ინტერ მაიამი” და ,,ბარსელონა” არიან.

ნეიმარი მესის: ,,ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ”

სტატიის ავტორი
-