ოფიციალურად: ბადიაშილი ჩელსის ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 21 წლის ბენუა ბადიაშილი “ჩელსის” ფეხბურთელია.

“მონაკოს” ცენტრალური მცველის ტრანსფერი “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს. ბადიაშილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ლონდონურმა კლუბმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მისასალმებელი ტექსტი განათავსა.

https://twitter.com/ChelseaFC/status/1610999735707377670

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის – ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, “არისტოკრატებმა” ბადიაშილის სანაცვლოდ €38 მილიონი გადაიხადეს და მას 7.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ოფიციალურად: ბადიაშილი ჩელსის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-