ოფიციალურად | FIFA-მ ალ-ნასრის დასჯა მოითხოვა

FIFA-მ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური თხოვნით მიმართა, რომ “ალ-ნასრი” დაისაჯოს და მათ ჩამოერთვათ ნებისმიერი უცხოელი და ადგილობრივი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება.

ამის მიზეზი კი ნიგერიელი ფეხბურთელის – აჰმედ მუსას საქმეა, რომელიც “ლესტერის” საკუთრება იყო და მას კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტი არ დაუკმაყოფილეს, კერძოდ კი ბონუსის სახით თანხა არ გადაუხადეს და კონტრაქტი დაურღვიეს.

არაბულ კლუბს ასევე 8 მილიონი აქვს გადასახდელი პორტუგალიელ მწვრთნელ – რუი ვიტორიასთან, რომელიც არაბული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2019-2020 წლებში იკავებდა.

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ ფაქტის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ “ალ-ნასრის” შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ; მარსელო ბროზოვიჩი; დავიდ ოსპინა და ტალისკა.

ოფიციალურად | FIFA-მ ალ-ნასრის დასჯა მოითხოვა

სტატიის ავტორი
-