ოფიციალურად – მაურისიო პოჩეტინო ჩელსის მთავარი მწვრთნელია

51 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ოფიციალურად ჩაიაბარა. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა თავად დაადასტურა.

არგენტინელი საქმიანობას ოფიციალურად 2023 წლის 1 ივლისიდან შეუდგება და კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება.

პოჩეტინოს წლების განამვლობაში არაერთ საფეხბურთო გრანდში უმუშავია:

  • 2009-2012 წლები – “ესპანიოლი”
  • 2013-2014 წლები – “საუთჰემპტონი”
  • 2014-2019 წლები – “ტოტენჰემი”
  • 2021-2022 წლები – “პსჟ”

ოფიციალურად – მაურისიო პოჩეტინო ჩელსის მთავარი მწვრთნელია

სტატიის ავტორი
-