ოფიციალურად: ნერეში ბენფიკას ფეხბურთელია

დავიდ ნერეში კარიერას “ბენფიკაში” გააგრძელებს. ტრანსფერი პორტუგალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბენფიკასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ნერეში “შახტარში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო, დავიდმა დონეცკი ისე დატოვა, რომ იქ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

ნერეში უკრაინაში ტრანსფერამდე “აიქსის” რიგებში თამაშობდა. ამსტერდამულ კლუბში ჩატარებულ 179 მატჩში მან 47 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: ნერეში ბენფიკას ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-