ინგლისის ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “ჯილინგემი” “ფლიტვუდს” დაუპირისპირდა. სატურნირო თვალსაზრისით მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ორივე გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით მოტივირებულები იყვნენ.
შეხვედრის 79-ე წუთზე დაფიქსირდა შემთხვევა, რომელსაც საფეხბურთო მატჩის დროს იშვიათად თუ ნახავთ. მთავარმა არბიტრმა, ერთი და იგივე ჯარიმისათვის, მოედნიდან “ჯილინგემისა” და “ფლიტვუდის” ორი ფეხბურთელი გააძევა. ორმაგი წითელი ბარათის ჩვენების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
The double red card incident. #Gills pic.twitter.com/IrG2BneK8a
— Matt Phipps (@MJPhippsy) April 18, 2022
Two red cards in one tackle, what on earth pic.twitter.com/jr9SYj0CRq
— Hdhehehsdhsh (@James2390421) April 18, 2022