პელეს სახელობის მოედანი ყველა ქვეყანაში | ინფანტინომ საფეხბურთო სამყაროს მიმართა

FIFA-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო სამყაროს თხოვნით მიმართა. მას სურს, რომ პელეს საპატივცემულოდ, ყველა ქვეყანაში მინიმუმ ერთი მოედანი იყოს.

ლეგენდარული ბრაზილიელი ფებურთელი პელე, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რომ მათ მინიმუმ ერთ მოედანს, პელეს სახელი უწოდონ.” – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

საინტერესოა, რომ 2021 წლის აპრილში რიო-დე ჟანეიროში მდებარე ლეგენდარულ “მარაკანას” სახელის შეცვლას უპირებდნენ. განიხილებოდა, რომ აღნიშნული მოედანი პელეს სახელობის გამხდარიყო, თუმცა, ასე არ მოხდა და შტატის გუბერნატორმა ამ საკითხს ვეტო დაადო.

პელეს სახელობის მოედანი ყველა ქვეყანაში | ინფანტინომ საფეხბურთო სამყაროს მიმართა

სტატიის ავტორი
-