“პირველ ყოვლისა კვარაცხელია აღმოჩენა არ არის” – ლუჩიანო მოჯი

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლიზე” ისაუბრა. იტალიელმა ბიზნესმენმა Riformista-სთან გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას როლზეც ისაუბრა.

“ნაპოლის” წარმატების საიდუმლო წინასასეზონო მომზადებაშია. ამ გუნდმა სკუდეტო დაიმსახურა. კლუბს ინსინიეს, კულიბალის და მერტენსის გაშვების გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა, მათ შეძლეს და 20 დღეში საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს.” – განაცხადა მოჯიმ.

როგორც ზემოთ ვახსენე, ლუჩიანომ “ნაპოლის” ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოჯის აზრით, კვარადონა საერთოდაც არ არის აღმოჩენა.

“პირველ ყოვლისა კვარაცხელია აღმოჩენა არ არის, მას ევროპული კლუბები “ნაპოლიში” გადასვლამდეც იცნობდნენ, თუმცა რუსული გუნდი მას საკმაოდ დიდ ფასს ადებდა. “ნაპოლი” სწორად მოიქცა, ისინი შესაბამის მომენტს დაელოდნენ და ხვიჩა იაფად შეიძინეს.”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ისიც თქვა, რომ ხვიჩას დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურია და ყოველთვის ჩნდება ისეთი ადამიანი ვინც მას შეაჩერებს.

“მისი დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურია. მას შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც მას ბურთს წაართმევს.” – განაცხადა ლუჩიანო მოჯიმ.

ამჟამად “ნაპოლი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არის. სპალეტის გუნდს შემდეგი შეხვედრა 30 აპრილს “სალერინტანას” წინააღმდეგ ელის, რომელიც 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

“პირველ ყოვლისა კვარაცხელია აღმოჩენა არ არის” – ლუჩიანო მოჯი

სტატიის ავტორი
-