პირველად ისტორიაში – რეალის ძირითად შემადგენლობაში არცერთი ესპანელი არ ყოფილა

ლა ლიგის მე-16 ტურში ,,ვილიარეალმა” ,,რეალს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მადრიდული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არცერთ ესპანელ ფეხბურთელს არ უთამაშია, რაც ,,სამეფო კლუბის” ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

,,რეალის” ძირითადი თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა: კურტუა, მენდი, ალაბა, რუდიგერი, მილიტაო, მოდრიჩი, ჩუამენი, კროოსი, ვინისიუსი, ვალვერდე, ბენზემა. სათადარიგოთა სკამიდან კი მატჩში ორი ესპანელი – მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი, ჩაერთო.

ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ, ,,რეალი” 38 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. 38 ქულა და ერთით ნაკლები მატჩია პირველადგილოსანი ,,ბარსელონას” ანგარიშზე.

https://twitter.com/brfootball/status/1611758844299853827

პირველად ისტორიაში – რეალის ძირითად შემადგენლობაში არცერთი ესპანელი არ ყოფილა

სტატიის ავტორი
-