პრემიერლიგიდან ლესტერი, ლიდსი და საუთჰემპტონი გავარდნენ

პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, დარჩენისთვის ერთდროულად სამი გუნდი (,,ევერტონი”, ,,ლიდს იუნაიტედი” და ,,ლესტერი” ) იბრძოდა.

,,ევერტონმა”, რომელიც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ ,,ბორნმუთის” დამარცხება შეძლო და 36 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. მოიგო ,,ლესტერმაც”, თუმცა დინ სმიტის გუნდმა პრემიერლიგა 34 ქულით მე-18 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა. უმაღლესი ლიგიდან გავარდა ,,ლიდსიც”, რომელმაც ბოლო ტურში ,,ტოტენჰემთან” 1:4 წააგო. მესამე დაქვეითებული გუნდი ,,საუთჰემპტონია”, რომლის ვინაობაც აქამდეც ცნობილი იყო.

დღეს გაირკვა, რომ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს ,,ტოტენჰემი”, რაც 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე ,,მანჩესტერ სიტი”, ,,არსენალი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ნიუკასლი” იასპარეზებენ, ევროპა ლიგაზე – ,,ლივერპული” და ,,ბრაიტონი”, ,,კონფერენს ლიგაზე” კი – ,,ასტონ ვილა”.

პრემიერლიგიდან ლესტერი, ლიდსი და საუთჰემპტონი გავარდნენ

სტატიის ავტორი
-