პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო გახდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვთ. არგენტინელის შემცვლელად კი მთავარ კანდიდატად სწორედ ჟოზე სახელდება.

პოჩეტინოს ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ი მოიგო.

მოურინიო ,,რომაში” გასული წლის ივლისიდან მუშაობს. პორტუგალიელმა დედაქალაქურ გუნდთან ერთად კონფერენს ლიგის მოგება შეძლო.


პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს

სტატიის ავტორი
-