,,რაში მაინტერესებს ხავი რას ამბობს, ის კატარში თამაშობს” – რონალდუს ძველი ინტერვიუ ვირუსული გახდა

გუშინ კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ტრანსფერის დადასტურებიდან მალევე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა პორტუგალიელის ძველი ინტერვიუ, რომელშიც კრიშტიანუ ,,ბარსელონას” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ხავის, კატარში თამაშის გამო ,,დასცინოდა”.

,,რაში მაინტერესებს ხავი რას ამბობს, ის კატარში თამაშობს. მას არანაირი აქტუალობა აღარ აქვს. რა გინდათ, რომ გითხრათ?” – ასე გამოეხმაურა რონალდუ ხავის ნათქვამს, რომელმაც განაცხადა, რომ მესის კრიშტიანუზე უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევდა.

რონალდუმ არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

https://twitter.com/FCBFadi10/status/1608903112689094656

,,რაში მაინტერესებს ხავი რას ამბობს, ის კატარში თამაშობს” – რონალდუს ძველი ინტერვიუ ვირუსული გახდა

სტატიის ავტორი
-