რატომ ეცვა გუშინდელ მატჩში სოლსკიაერს გადასაცმელი?

ალბათ შეამჩნევდით რომ პსჟ – მანჩესტერის მატჩისას ოლე გუნარ სოლსკიაერს ყვითელი ფერის სპორტული გადასაცმელი  ჩააცვეს, რამაც გულშემატკივრები გაამხიარულა. The Sun-ის ცნობით სოლსკიაერის შავი ქურთუკი პსჟ-ს ფეხბურთელების ფორმას წააგავდა ამიტომ რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მატჩის ოფიციალურმა პირებმა სთხოვეს ოლეს რომ გადასაცმელი მოერგო.

ასევე შავი ქუთუკი ეცვა ტომას ტუხელსაც, თუმცა როგორც ჩანს ოფიციალურმა პირებმა მიიჩნიეს რომ ტუხელს საკუთარი ფეხბურთელები უფრო მარტივად იცნობდნენ.

რატომ ეცვა გუშინდელ მატჩში სოლსკიაერს გადასაცმელი?

სტატიის ავტორი
-