რეალმა ვინისიუსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ვინისიუს ჟუნიორი, ახალი კონტრაქტის მიხედვით, მადრიდულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

მოლაპარაკებები ვინისიუსთან და მის აგენტთან წარმატებით დასრულდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი “რეალში” 2026 წლის ივლისამდე დარჩება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, სამეფო კლუბს ვინის დატოვება 2028 წლამდე სურდა, თუმცა, ბრაზილიელს მისმა აგენტმა ურჩია მოკლდევადიან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, რადგან სამომავლოდ ხელფასზე არ შექმნოდა პრობლემები.

ოფიციალურ განცხადებას კლუბი ივლისში გააკეთებს.

კონტრაქტის მიხედვით ბრაზილიელის ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება და ის “რეალში” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

კლუბის ხელმძღვანელობამ, კონტრაქტში, ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად €1 მილიარდი მიუთითა.

რეალმა ვინისიუსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-