როგორი იქნებოდა ბენფიკას შემადგენლობა საკვანძო ფეხბურთელები, რომ შეენარჩუნებინათ

რამდენიმე დღის წინ, “ბენფიკამ” დარვინ ნუნიესი 100 მოლიონ ევროდ გაყიდა “ლივერპულში”.

22 წლის ურუგვაელმა 2021/2022 წლის სეზონში, 41 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. ის არ არის პირველი ,რომელიც “ბენფიკამ” სარფიანად გაყიდა.

Transfermarkt- მა დაასახელა საუკეთესო თერტთმეტეული, რომელთა გამოყვანაც შეეძლო მოედნაზე ლისაბონურ გუნდს, იმ შემთხვევაში თუ მათ შეინარჩუნებდა.

მეკარე- ედერსონი

ბრაზილიელი მეკარე “მანჩესტერ სიტიში” £37 მილიონად გადავიდა. ქალაქელთა რიგებში მან 11 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის, 4 პრემიერ ლიგის.


მარჯვენა მცველი- ჟოაუ კანსელუ

პორტუგალიელი ფეხბურთელი “ბენფიკას” ახალგაზრდული სისტემის ნაწილი იყო. 2015 წელს “ვალენსიაში” გადასვლამდე მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა ლისაბონურ კლუბში. ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და PFA-ს წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა ორჯერ.


ცენტრალური მცველი- რუბენ დიაში

რუბენმა, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლამდე 135-ჯერ ითამაშა წითელი მაისურით. ქალაქელებს ის £61.64 მილიონად შეუერთდა. დიაში 2020/2021 წლის, პრემიერ ლიგის, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

როგორი იქნებოდა ბენფიკას შემადგენლობა საკვანძო ფეხბურთელები, რომ შეენარჩუნებინათ 1


ცენტრალური მცველი- ვიქტორ ლინდელოფი

2017 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” შვედი 45 მილიონ ევროდ შეიძინა. “ბენფიკასთან” ერთად მან 7 თასი მოიგო, მათ შორის 3-ჯერ პორტუგალიის ლიგის თასი


მარცხენა მცველი- ალექს გრიმალდო

გრიმალდო პორტუგალიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 6 წლის განმავლობაში 19 გოლის გატანა და 50 ასისტის გაკეთება შეძლო.


ცენტრალური ნახევარმცველი- რენატო სანჩესი

2016 წელს რენატომ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გამხდარიყო. მან “Golden Boy”- ს ტიტულიც მოიგო იმავე წელს. ახლა ის 24 წლისაა და ფრანგულ “ლილში” თამაშობს.

როგორი იქნებოდა ბენფიკას შემადგენლობა საკვანძო ფეხბურთელები, რომ შეენარჩუნებინათ 2


ცენტრალური ნახევარმცველი- იულიან ვეიგლი

“ბენფიკამ” ვაიგლი €20 მილიონად დაიმატა 2020 წელს. მას გერმანიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. ლისაბონში ჩასვლის დღიდან იულიანი გუნდის ლიდერი გახდა.


მარჯვენა შემტევი- ბერნარდუ სილვა

პორტუგალიელი ფეხბურთელი “მონაკოში” 2015 წელს გადავიდა. ფრანგულმა კლუბმა მასში €15.75 მილიონი გადაიხადა. ბერნარდუს ღირებულება ახლა ბევრად დიდია. 27 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში 70-ჯერ ითამაშა.


მარცხენა შემტევი- გონსალო გედეში

გონსალომ “ბენფიკა” 2017 წელს დატოვა და “პარი-სენ ჟერმენს” შეუერთდა €30 მილიონად. დღეს გედეში “ვალენსიას” რიგებში  თამაშობს და გასულ წელს საუკეთესო სეზონი ჩაატარა , მან 11 გოლის გატანა შეძლო.


ცენტრალური თავდამსხმელი- ჟოაო ფელიქსი

ფელიში, მესამე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია “ატლეტიკოსათვის”. მადრიდელებმა პორტუგალიელი 2019 წელს, €126 მილიონად დაიმატეს. რბილად რომ ვთქვათ ჟოაუმ იმედები ვერ გაამართლა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელს საუკეთესო წლები წინ აქვს.


ცენტრალური თავდამსხმელი- დარვინ ნუნიესი

2020 წელს დარვინი, “ბენფიკამ” მათთვის სარეკორდო თანხად დაიმატა (€24 მილიონი). ორი წლის შემდეგ პორტუგალიელი ლივერპულში €100 მილიონად გაიყიდა.როგორი იქნებოდა ბენფიკას შემადგენლობა საკვანძო ფეხბურთელები, რომ შეენარჩუნებინათ 3

როგორი იქნებოდა ბენფიკას შემადგენლობა საკვანძო ფეხბურთელები, რომ შეენარჩუნებინათ

სტატიის ავტორი
-