რონალდუს არ არსებულ გოლს 17 მილიონი ნახვა აქვს

გუშინ “ალ ნასრისა” და “ალ თაეს” დაპირისპირედება უნდა შემდგარიყო, თუმცა, ელექტრო პრობლემების გამო მატჩი გადაიგო. აღნიშნული შეხვედრა დღეს 19:00 საათზე გაიმართება. მატჩი დიდ ყურადღებას იწვევდა, რადგან სწორედ აქ უნდა შემდგარიყო კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. გასულ სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ პატარა ბიჭუნას ხელით შეეხო, რამაც მისი ტელეფონი დააზიანა. ამის გამო პორტუგალიელმა, ჯარიმის სახით 50,000 ფუნტი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ გუნდი დატოვა ამ სასჯელის მოხდა მაინც მოუწევს.

ამასობაში, ერთმა-ერთმა იუთუბერმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ალ ნასრისა” და “ალ ტაეს” გადადებულ შეხვედრაში რონალდუმ გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ არ არსებულმა ვიდეომ 17 მილიონი ნახვა დააგროვა.

სავარაუდოდ, პორტუგალიელის დებიუტი 14 იანვარს, 21:30 საათზე, “ალ შაჰაბის” წინააღმდეგ შედგება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

რონალდუს არ არსებულ გოლს 17 მილიონი ნახვა აქვს

სტატიის ავტორი
-