რუსულ გუნდში თამაშის გამო პოლონელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახებენ

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაცეი რიბუსს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ გამოიძახებენ.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი 32 წლის მცველის ამჟამინდელი კლუბია. რიბუსმა გასული სეზონი მოსკოვის “ლოკომოტივში” გაატარა, 1-ლი ივლისიდან კი.ის “სპარტაკს” შეუერთდება.

მაცეის პოლონეთის ნაკრების მაისურით 66 მატჩი აქვს ჩატარებული. როგორც ცნობილია, მთავარი მწვრთნელი, ჩესლავ მიჩნიევიჩი უკვე ესაუბრა რიბუსს და ფეხბურთელს აცნობა, რომ სექტემბრის შეკრებაზე ის სანაკრებო სიაში უკვე ვეღარ მოხვდება.

2022 წლის მუნდიალზე პოლონეთი C ჯგუფში არგენტინასთან, საუდის არაბეთთან და მექსიკასთან ერთად ითამაშებს.

რუსულ გუნდში თამაშის გამო პოლონელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახებენ

სტატიის ავტორი
-