სადიო მანე კარიერას ბაიერნში გააგრძელებს

,,ლივერპული” ,,ბაიერნს” სადიო მანეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სენეგალელი მიუნხენურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები უკვე რამდენიმე კვირაა, შეთანხმებული იყო.

,,მერსისაიდელები” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს მიიღებენ.

მანე ,,ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.


სადიო მანე კარიერას ბაიერნში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-