უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელეს.

საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 4-4 ფეხბურთელი, ტურნირის ფინალისტი გუნდებიდან – მადრიდის ,,რეალიდან” და ,,ლივერპულიდან” მოხვდა.

გასული სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე – ტიბო კურტუა

მცველები – ვირჯილ ვან დაიკი, ენდრიუ რობერტსონი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ანტონიო რუდიგერი

ნახევარმცველები – ფაბინიო, ლუკა მოდრიჩი, კევინ დე ბრუინე

თავდამსხმელები – კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, კარიმ ბენზემა


ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპულს” 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა. მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.


უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

სტატიის ავტორი
-