საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე 2 საათზე ნაკლებია დარჩენილი.

სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კატარისკენაა მიმართული სადაც, რამდენიმე საათში მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი – შეძლებს კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუ ლეო მესი დაეუფლება ნანატრ ტიტულს?

ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – დიდიე დეშამმა “ლე ბლეს” ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ლორისი; კუნდე, ვარანე, უპამეკანო, ტ. ერნანდესი, გრიზმანი, ჩუამენი, რაბიო, დემბელე, ჟირუ, მბაპე.

საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობა არგენტინის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-