სასამართლომ იუვენტუსს ჯარიმის გადახდა დააკისრა

დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ ,,იუვენტუსის” საქმეზე, რომელიც ფინანსურ თაღლითობას ეხება, განაჩენი გამოიტანა.

სასამართლომ გაითვალისწინა ტურინელთა მიერ დანაშაულის აღიარება და გუნდს ქულები აღარ დააკლო (საუბარი იყო 2-3 ქულის მოკლებაზე), თუმცა ჯარიმის სახით 718 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

რამდენიმე დღის წინ, იტალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს” 10 ქულა დააკლდა. კლუბი დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში.

სერია A-ს ბოლო ტურის წინ, ალეგრის გუნდს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

სასამართლომ იუვენტუსს ჯარიმის გადახდა დააკისრა

სტატიის ავტორი
-