სეზონის ბოლოს მარეკ ჰამშიკი კარიერას დაასრულებს

სლოვაკური ფეხბურთისა და “ნაპოლის” ლეგენდა მარეკ ჰამშიკი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამჟამად ის “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავს და მისი ბოლო შეხვედრა 6 ივნისს “ბაშაქშეჰირის” წინააღმდეგ იქნება.

ჰამშიკს სლოვაკეთის ევრონულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მარეკი “ნაპოლის” უდავო ლეგენდაა. მან იტალური კლუბის რიგებში 12 წელი ითამაშა და ყველა ტურნირზე 520 შეხვედრა ჩაატარა, რაც ასევე რეკორდია.

“ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. შესანიშნავი თავგადასავალი იყო.” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე. .

ჰამშიკის ბოლო შეხვედრა ექვს ივნისს “ბაშაქშეჰირის” საშინაო მოედანზე შედგება. აღნიშნული მატჩი 21:00 საათზე არის ჩანიშნული.

სეზონის ბოლოს მარეკ ჰამშიკი კარიერას დაასრულებს

სტატიის ავტორი
-