სიმეონე: ,,რონალდუ ვერ ითამაშებს ატლეტიკოში, ისევე როგორც მე ვერ ვიქნები რეალის მწვრთნელი”

მადრიდის ,,ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, ,,როხიბლანკოში” კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს, რაც არგენტინელმა სპეციალისტმა გამორიცხა:

,,რონალდუ ვერ ითამაშებს ატლეტიკოში, ისევე როგორც მე ვერ ვიქნები ,,რეალის” მთავარი მწვრთნელი,” – სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.

კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 37 შეხვედრაში 25 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

El Nacional-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს ,,ალ ნასრის” დატოვება სურდა და ამაში დახმარება ლა ლიგასაც სთხოვა, თუმცა თავად კრიშტიანუმ განაცხადა, რომ ის მომავალი სეზონის გატარებას კვლავ არაბეთში აპირებს.

სიმეონე: ,,რონალდუ ვერ ითამაშებს ატლეტიკოში, ისევე როგორც მე ვერ ვიქნები რეალის მწვრთნელი”

სტატიის ავტორი
-