,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, იტალიის სერია A-ს მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
,,ჩემპიონობის სამი წესი: ვნებით სავსე ქალაქი, ფანტასტიკური ფეხბურთელები და ძლიერი ბედისწერა!
მადლობა, ბიჭებო! მადლობა, ნეაპოლო!” – წერს იტალიელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
სერია A-ს 33-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,უდინეზესთან” ფრედ ითამაშა და იტალიის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.
სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 7 მაისს, ,,ფიორენტინასთან” შინ გამართავს.