წლის ბოლოს კონტრაქტი რეალის რვა ფეხბურთელს უმთავრდება

მიმდინარე სეზონის ბოლოს, “რეალის” 8 ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი და ზოგიერთი მათგანი გახანგრძლივებას არ გეგმავს.

სამეფო კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იწყებენ ლუნინთან, რომელსაც პირველ გუნდში კიდევ ერთი სეზონის ჩატარება სურს. სიაში შემდეგი ნაჩოა. გუნდთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ესპანელს კარიერის ბოლომდე მადრიდელთა რიგებში სურს ასპარეზობა.

წლის ბოლოს კონტრაქტი რეალის რვა ფეხბურთელს უმთავრდება 1

კონტრაქტი უსრულდებათ საკვანძო მოთამაშეებსაც, კროოსსა და მოდრიჩს. ხორვატმა უკვე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ამის თაობაზე გუნდთანაც თანხმდება. რაც შეეხება ტონის, გერმანელი ჯერ-ჯერობით დუმს და კლუბის მხრიდანაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული. MARCA-ს ინფორმაციით, “რეალი” ტონი კროოსს პატივს სცემს და მოსაფიქრებლად დროსაც აძლევს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჭორების თანახმად, კროოსის წასვლის შემთხვევაში, მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. წლის ბოლოს კიდევ ერთ ნახევარმცველს ეწურება კონტრაქტი. სებალოსს გუნდის მხრიდან ჯერ არ მიუღია განახლების შეთავაზება და დიდი ალბათობით ვერც მიიღებს, რადგან მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

წლის ბოლოს კონტრაქტი რეალის რვა ფეხბურთელს უმთავრდება 2

ზაფხულში ეწურება კონტრაქტი ქარიმ ბენზემასაც, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მადრიდელები ფრანგთან ურთიერთობას გააგრძელებენ. მაგრამ, მარკო ასენსიო, ვალეხო, ოდრიოსოლა, ლუკას ვასკესი და ედენ აზარი, დიდი ალბათობით, წლის ბოლოს კლუბს დატოვებენ.

წლის ბოლოს კონტრაქტი რეალის რვა ფეხბურთელს უმთავრდება

სტატიის ავტორი
-