“ვან დაიკმა მითხრა, რომ ლივერპული დიადი კლუბია” – გაკპო

მერსისაიდული გრანდის ახალწვეული, კოდი გაკპო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის თანამემამულეს – ვირჯილ ვან დაიკს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ “ლივერპული” დიდებული კლუბია.

“ვან დაიკმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მან მითხრა, რომ “ლივერპული” დიადი კლუბია. ჩემთვის ასევე გასათვალისწინებელია ოჯახური მხარე, რადგან “ოჯახის ბიჭი” ვარ. ვირჯილმა “ლივერპულის” შესახებ მხოლოდ კარგი სიტყვები მითხრა. მას უნდოდა, რომ ამ კლუბში გადმოვსულიყავი”, – გაკპოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ კოდი გაკპოს ტრანსფერის ღირებულებამ ჯამში £37 მილიონი შეადგინა, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით შესაძლოა £13 მილიონი დაემატოს და ჯამში £50 მილიონი შეადგინოს.

“ვან დაიკმა მითხრა, რომ ლივერპული დიადი კლუბია” – გაკპო

სტატიის ავტორი
-