,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, ,,ნანტთან” წაგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრის მსაჯი გააკრიტიკა:
,,დენის აპიას კილიან მბაპეს წინააღმდეგ ჯარიმისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო. როგორ შეიძლებოდა, რომ ასე არ მომხდარიყო? მსაჯს მატჩი უკეთ უნდა გაეკონტროლებინა. იმდენად სერიოზული დარღვევები იყო, რომ შეიძლებოდა, ფეხბურთელი 3 თვით დაგვეკარგა.
რა თქმა უნდა, ის ფაქტიც მაკვირვებს, რომ არბიტრმა პირველ ტაიმს 1 წუთი დაამატა, პენალტი კი 49-ე წუთზე დანიშნა. თუმცა, თავს არ ვიმართლებ. წაგება დამსახურებულია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ მსაჯებს აქვთ სურვილი, ჩვენ წინააღმდეგ დაუსტვინონ. ეს უცნაურია,” – განაცხადა ვერატიმ.
ლიგა 1-ის 25-ე ტურში ,,ნანტმა” ,,პარი სენ ჟერმენს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზული გუნდის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.