ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 41 წლის ფეხბურთელმა დღეს თავად განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედი ,,როსონერიში” ბოლო სეზონს ატარებდა და მისი მომავალი გუნდი შეიძლებოდა, ,,მონცა” ყოფილიყო, თუმცა ზლატანმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

იბრაჰიმოვიჩი კარიერის განმავლობაში ,,მალმიოში”, ,,აიაქსში”, ,,იუვენტუსში”, ,,ინტერში”, ,,ბარსელონაში”, ,,მილანში”, ,,პარი სენ ჟერმენში”, ,,მანჩსტერ იუნაიტედსა” და ,,ლოს ანჯელეს გალაქსიში” თამაშობდა.

თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე სულ 866 შეხვედრა ჩაატარა და 511 გოლი გაიტანა.

ზლატანი ესპანეთის, იტალიის (5-გზის), ნიდერლანდების (2-გზის) და საფრანგეთის (4-გზის) ჩემპიონია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-