დონჩიჩის ფანტასტიკური მატჩი – სლოვენიელი ისტორიაში შევიდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დალასისა” და “ნიუ იორკის” დაპირისპირება შედგა. დალასში, “American Airlines Center“-ში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 126:121 დასრულდა.

გასაკვირი არაა, რომ “დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი ლუკა დონჩიჩმა დაიდო, რომელიც მასპინძლებს ამჯერადაც მხსნელად მოევლინა, და რომელმაც ფანტასტიკური ასპარეზობით, NBA-ის ისტორია დაწერა.

პარკეტზე გატარებულ 47:09 წუთში, დონჩიჩმა 60 ქულის, 21 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+ მოხსნა და 10+ შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

“ნიკსის” წინააღმდეგ გაფორმებული ტრიპს-დაბლის შემდეგ, ლუკა დონჩიჩმა “დალასის” რეკორდიც დაამყარა. დღემდე, “დალასის” რეკორდი ერთ თამაშში მოპოვებული ქულების მიხედვით, დირკ ნოვიცკის ეკუთვნოდა (53).

მატჩის შემდეგ, 23 წლის სლოვენიელმა განაცხადა, რომ ძალიან დაღლილია და ძალების აღსადგენად ლუდი სჭირდება.

შემდეგი შეხვედრა “დალასს” 30 დეკემბერს ელის, რომელიც თბილისის დროით, 05:30 საათზე გაიმართება.

დონჩიჩის ფანტასტიკური მატჩი – სლოვენიელი ისტორიაში შევიდა

სტატიის ავტორი
-