“ის ფეხბურთს თამაშობს ჩვენ კალათბურთს” – დ’ანჯელო რასელი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ნიუ ორლეანსისა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. “Smoothie King Center“-ში გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 119:118 დასრულდა.

“ნიუ ორლეანსის” გამარჯვებაში ლომის წილი ზაიონ უილიამსონმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 33:57 წუთში 43 ქულის, 3 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “მინესოტას” ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული წევრი დ’ანჯელო რასელი ზაიონის პერფორმანსს გამოეხმაურა.

“ის ფეხბურთს თამაშობს ჩვენ კალათბურთს. შეუძლებელია შეეხო ან დაიცვა. ეს მისთვის მომგებიანია”.

“ის ფეხბურთს თამაშობს ჩვენ კალათბურთს” – დ’ანჯელო რასელი

სტატიის ავტორი
-