თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

იტალიის Lega A-ს მე-12 ტურის შეხვედრაში, “პესაროსა” და “ვირტუს ბოლონიას” დაპირისპირება შედგა. დაძაბულ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 82:87 დასრულდა.

“ვირტუსის” გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 38 წუთში, 19 ქულის, 10 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა.

ბოლონიელთა ქართველი ვარსკვლავის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია – შენგელია მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

თორნიკე შენგელია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

სტატიის ავტორი
-