რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ყველა ვარსკვლავის მატჩის, ე.წ. ALL STAR-ის, მონაწილეთა სია ცნობილია.
ბუნებრივია, VTB ლიგის ვარსკვლავებს შორის თორნიკე შენგელიაც იქნება, რომელიც “ცსკა”-ს ღირსებას იცავს.
ქართველ ლეგიონერს ზურგზე გვარის ნაცვლად, წარწერა – “GEOSOUL” ექნება, რომელსაც ის სოციალურ მედიაში ე.წ. ჰეშთეგად ხშირად იყენებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს VTB ლიგაში, საშუალოდ ასეთი სტატისტიკა აქვს – 13.9 ქულა, 4.4 მოხსნა და 1.8 ასისტი.
ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალსაა ჩანიშნული.