ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა და ძველ წონას დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა – ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა და 90 კგ წონითი კატეგორიიდან ძველ წონას, 100 კგ წონით კატეგორიას დაუბრუნდა.

ამის ერთ-ერთი მიზეზად წონაში უდიდესი კონკურენცია სახელდება. 90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს – ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ჰყავს, რომლებს შორისაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შედგა (ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი).

შეგახსენებთ, რომ ბექა ღვინიაშვილმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ასევე ამ წონით კატეგორიაში 2016 წელს ბაქოს გრანდ სლემი და სამსუნის გრან პრი აქვს მოგებული.

ახალ წონაში ბექა ღვინიაშვილის დებიუტი 18 ივნისს, ასტანის გრანდ სლემზე შედგება.

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა და ძველ წონას დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-