“თუ იქნებიან რუსები, არ ვიქნებით ჩვენ…” – უკრაინელები IJF-ს შეჯიბრებს ბოიკოტს უცხადებენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტატამზე დაუშვა. ისინი საკუთარი დროშისა და გერბის ქვეშ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა IJF-ს სახელით იჭიდავებენ.

ამ ფაქტს წარმოშობით ქართველი, უკრაინის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი – გიორგი ზანთარაია ემოციურად გამოეხმაურა.

რამდენიმე საათის წინ კი მან სოციალურ ქსელში თანდართული დოკუმენტით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკრაინელები IJF-ს შეჯიბრებს ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობაზე უარს ამბობენ.

“მიმაჩნია, რომ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ უარი ვთქვით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე. ვაფასებ უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს – მიხაილ კოშლიაკს, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ – ვადიმ გუცაიტისა და უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ – სერგი ბუბკატს, სტაბილური და პატრიოტული პოზიციისთვის”. 

ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას IJF-ს ორგანიზებული იმ შეჯიბრებში, სადაც რუსი სპორტსმენებიც იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ, რომ ის ძიუდოისტები, რომლებიც დღეს ტატამზე ჭიდაობენ, მათი ოჯახის წევრები და თუნდაც თავად, ომში არიან ჩართულნი და ცდილობენ უკრაინის განადგურებას. ჯერ კიდევ არ მესმის, როგორ უშვებენ მათ ამ საერთაშორისო შეჯიბრებზე. 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, გთხოვთ გვაჩვენოთ, როგორ მუშაობს თქვენი ლოზუნგები, როგორიცაა #Solidarity (სოლიდარობა); #JudoForPeace (ძიუდო მშვიდობისთვის), ძიუდო ყოველთვის იყო #მეტისპორტი, ასე რომ ერთად შევაჩეროთ გენოციდი. ჩვენ ველოდებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სწორ გადაწყვეტილებას”.

 

“თუ იქნებიან რუსები, არ ვიქნებით ჩვენ…” – უკრაინელები IJF-ს შეჯიბრებს ბოიკოტს უცხადებენ

სტატიის ავტორი
-