ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოახლოებული ტურნირი თავისი არსებობის ისტორიაში უკვე გამორჩეული და უპრეცედენტოა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი ის, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრების წოდებისთვის ქვეყნები არა 4 არამედ 5-წლიანი პაუზის შემდეგ იბრძოლებენ, რადგან მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი ერთი წლით გადაიდო.
გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატს არა ერთი ან ორი, არამედი 11 მასპინძელი ქვეყანა, 11 ქალაქი და 11 სტადიონი ეყოლება.
იქამდე, ვიდრე კონტინენტის პირველობა დაიწყება და 11 ივნისს, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზეი” იტალიისა და თურქეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შევეცდებით ევრო 2020-ს მასპინძელი ქალაქებისა და სტადიონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
უემბლი
ქალაქი: ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გაიხსნა: 1923
რეკონსტრუქცია: 2007
ტევადობა: 90 000
სარეკორდო დასწრება: 90 000, “კარდიფ სიტი” – “პორტსმუთი“, (2008 წლის 17 მაისი), ადელის კონცერტი (2017 წლის ივნისი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 1948 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, Pink Floyd-ის, Metalica-ს, U2-ის, Coldplay-ის, Oasis-ის, AC/DC-ის, One Direction-ის, ემინემის, მადონას, ბიონსეს, ადელის, რობი უილიამსის, ტეილორ სვიფტის, ედ შირანის კონცერტები.
რეგულარულად მასპინძლობს: ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერ თასი, ინგლისის ნაკრების საშინაო შეხვედრები, ინგლისის ქალთა საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი, ამერიკული ფეხბურთის პლეი-ოფის ფინალი, რაგბის ჩელენჯ თასის ფინალი.
ლონდონი – ინგლისის დედაქალაქი
სტადიო ოლიმპიკო
ქალაქი: რომი, იტალია
აშენდა: 1923
გაიხსნა: 1932
რეკონსტრუქცია: 1990
ტევადობა: 70 634
სარეკორდო დასწრება: 100 000, კლაუდიო ბალიონის კონცერტი 1998 წელს
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია:
1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ევრო 1960, 1974 წლის ევროპის მძლეოსნობის ჩემპიონატი, 1975 წლის საზაფხულო უნივერსიადა, 1977 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი, ევრო 1980, 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი, 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2001 წლის ზაფხულის პარაოლიმპიადა, 2009 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
რეგულარულად მასპინძლობს: “რომას” და “ლაციოს” საშინაო მატჩები, კოპა იტალიას ფინალი.
იტალიის დედაქალაქი – რომი
ალიანს არენა
ქალაქი: მიუნხენი, გერმანია
აშენდა: 2002
გაიხსნა: 2005 წლის 30 მაისი
ტევადობა: 70 000
სარეკორდო დასწრება: 75 000, მიუნხენის “ბაიერნი” – “შალკე”, 2015
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. დაგეგმილია: 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი
რეგულარულად მასპინძლობს: მიუნხენის “ბაიერნის”, მიუნხენ 1860-ის და გერმანიის ნაკრების საშინაო შეხვედრებს
მიუნხენი – გერმანია
ბაქოს ოლიმპიური სტადიონი
ქალაქი: ბაქო, აზერბაიჯანი
გაიხსნა: 2015 წლის 6 ივნისს
ტევადობა: 69 870
სარეკორდო დასწრება: 67 200, “ყარაბახი” – “რომა” 2017 წლის 2 სექტემბერი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 2015 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშები, 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალი.
რეგულარულად მასპინძლობს: აზერბაიჯანის ნაკრების საშინაო შეხვედრები.
ბაქო – აზერბაიჯანის დედაქალაქი
კრესტოვსკი არენა
ქალაქი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
აშენდა: 2016
გაიხსნა: 2017 წლის 22 აპრილი
ტევადობა: 67 800
სარეკორდო დასწრება: 71 831, რუსეთი – ფინეთი, 2018 წლის 16 დეკემბერი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 2017 წლის ფიფას კონფედერაციის თასი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. იგეგმება ჩატარება: 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი
რეგულარულად მასპინძლობს: სანქტ-პეტერბირგის “ზენიტის” საშინაო შეხვედრები, რუსეთის ნაკრების მატჩები
სანქტ-პეტერბურგი – რუსეთი
პუშკაშ არენა
ქალაქი: ბუდაპეშტი, უნგრეთი
გაიხსნა: 2019 წლის 15 ნოემბერი
ტევადობა: 67 215
სარეკორდო დასწრება: 65 114, უნგრეთი – ურუგვაი, 2019 წლის 15 ნოემბერი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: უეფას სუპერ თასი, მიუნხენის “ბაიერნი” – “სევილია”, 2020 წლის 24 სექტემბერი, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების ნეიტრალური არენა 2020.21 წლების სეზონის თებერვალ/მარტში.
რეგულარულად მასპინძლობს: უნგრეთის ნაკრების საშინაო შეხვედრები.
ბუდაპეშტი – უნგრეთის დედაქალაქი
ლა კარტუხა
ქალაქი: სევილია, ესპანეთი
გაიხსნა: 1999 წლის 5 მაისი
ტევადობა: 60 000
სარეკორდო დასწრება: 52 972, “სელტიკი” – “პორტუ”, 2003 წლის 21 მაისი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: მსოფლიოს მძლეოსნობის ჩემპიონატი 1999, 2003 წლის უეფას თასის ფინალი, AC/DC-ის და მადონას კონცერტი.
რეგულარულად მასპინძლობს: ესპანეთის ნაკრების საშინაო შეხვედრები.
სევილია – ესპანეთი
არენა ნასიონალა
ქალაქი: ბუქარესტი, რუმინეთი
გაიხსნა: 2011 წლის 6 სექტემბერი
ტევადობა: 55 634
სარეკორდო დასწრება: 53 329, რუმინეთი – ნიდერლანდები, 2012 წლის 16 ოქტომბერი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: ევროპის ლიგის 2012 წლის ფინალი – “ატლეტიკო” – “ატლეტიკი“, Red Hot Chili Peppers-ის, Metallica-ის, ედ შირანის, სელინ დიონის კონცერტები.
რეგულარულად მასპინძლობს: ბუქარესტის “სტიაუას” და “დინამო ბუქარესტის” საშინაო მატჩები, რუმინეთის თასის ფინალი, რუმინეთის ნაკრების საშინაო შეხვედრები.
ბუქარესტი – რუმინეთის დედაქალაქი
იოჰან კრუიფ არენა
ქალაქი: ამსტერადმი, ნიდერლანდები
აშენდა: 1993-96 წლებში
გაიხსნა:1996 წლის 14 აგვისტო
ტევადობა: 55 500
სარეკორდო დასწრება: 54 874, “აიაქსი” – მადრიდის “რეალი”, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი, 2019 წლის 13 თებერვალი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: ჩემპიონთა ლიგის 1998 წლის ფინალი, ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი, 2013 წლის ევროპის ლიგის ფინალი, ტინა ტერნერის, მაიკლ ჯორდანის, რიანას, ბიონსეს, არმინ ვან ბიურენის, ჯეი ზის, სელინ დიონის, ბონ ჯოვის, რობი უილიამსის, მადონას, The Rolling Stones-ის, Genesis-ის, U2-ის, AC/DC-ის, Coldplay-ის, Pink Floyd-ის კონცერტები. ევროვიზიის 65-ე კონკურსი (2020).
რეგულარულად მასპინძლობს: ამსტერდამის “აიაქსის” და ნიდერლანდების ნაკრების საშინაო შეხვედრები.
ამსტერდამი – ნიდერლანდების დედაქალაქი
ჰემპდენ პარკი
ქალაქი: გლაზგო, შოტლანდია
გაიხსნა: 1903 წლის 31 ოქტომბერს
რეკონსტრუქცია: 1999
ტევადობა: 51 866
სარეკორდო დასწრება: 149 547, 1937 წლის 17 აპრილი
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 1960, 1967, 1970 და 2002 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი, 1963 და 1966 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალი, Genesis-ის, The Rolling Stones-ის, Eagles-ის, U2-ის, Oasis-ის, The Rolling Stones-ის, Red Hot Chili Peppers-ის, AC/DC-ის, Coldplay-ის, ბონ ჯოვის, ტინა ტერნერის, რობი ვილიამსის, ემინემის, ბიონსეს, ჯეი ზის, ფინქის და ედ შირანის კონცერტები.
რეგულარულად მასპინძლობს: შოტლანდიის თასის და შოტლანდიის ლიგის თასის დასკვნით ეტაპებს, შოტლანდიის ნაკრების საშინაო შეხვედრებს, “ქუინზ პარკის” საშინაო მატჩებს.
გლაზგო – შოტლანდიის დედაქალაქი
პარკენ სტადიონი
ქალაქი: კოპენჰაგენი, დანია
გაიხსნა: 1992 წლის 9 სექტემბერი
რეკონსტრუქცია: 2001 და 2009
ტევადობა: 38 065
სარეკორდო დასწრება: 60 000
გამორჩეული ღონისძიებები, რომლისთვისაც სტადიონს უმასპინძლია: 1994 წლის უეფას თასების მფლობელთა თასი, 2000 უეფას თასის ფინალი, 2006 როიალ ლიგის ფინალი,Coldplay-ის, AC/DC-ის, Pink Floyd-ის, The Rolling Stones-ის, U2-ის, The Black Eyed Peas-ის, Metallica-ის, One Direction-ის, Guns N’ Roses-ის, Pet Shop Boys-ის, Kashmir-ის, ბიონსეს, ჯეი ზის, უიტნი ჰიუსტონის, ერიკ კლაპტონის, მადონას, რობი ვილიამსის, ტინა ტერნერი, დევიდ ბოუის, ელტონ ჯონის, ლედი გაგას, ჯასტინ ბიბერის, სელინ დიონის და სხვათა კონცერტები.
რეგულარულად მასპინძლობს: “კოპენჰაგენის” და დანიის ნაკრების საშინაო მატჩები.