გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია!

2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი – გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია!

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ ატაცში 79/82/84 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა აკვრაში თავი 94/99/102 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვებული 186 კილოგრამით პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა!

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის Facebook გვერდზე განთავსდა.


გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია! 1


გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია! 2


გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია! 3

წყარო: facebook.com/GEOWF

გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-