გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი უკრაინის ჩემპიონია

უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში დონეცკის ,,შახტარმა”, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, უშუალო კონკურენტი ,,დნიპრო” 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

,,შახტარს” ბოლო ტურის წინ 72 ქულა დაუგროვდა, რითაც გუნდი მეორეადგილოსან ,,დნიპროს” 8 ქულით გაექცა.

დღევანდელ მატჩში გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია. 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკრაინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 1 გოლია.

,,შახტარი” ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა.

გიორგი გოჩოლეიშვილის შახტარი უკრაინის ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-