ძალოსნობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადის გამარჯვებული) რაფაელ ჩიმიშკიანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩიმიშკიანი მსოფლიოს ორგზის (1954, 1955), ევროპის ექვსგზის (1950, 1951, 1954-1957) და საბჭოთა კავშირის ათგზის (1949, 1951, 1954, 1955, 1960 – პირად შეჯიბრებაში, 1948-1952 – გუნდურ ჩათვლაში) ჩემპიონი იყო.
დაჯილდოებულია ღირსების, ვახტან გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით.
2012 წლის 23 მარტს რაფაელ ჩიმიშკიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.