ლევან კობიაშვილი: “ხაშურში მომხდარ ინციდენტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”

15 ივნისს, ხაშურში, საქართველოს რეგიონალური ლიგის შეხვედრაში ხაშურის “ივერიამ” განახლებულ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “გლდანს” უმასპინძლა.

მატჩის მსვლელობისას, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მოედანზე მომხდარ შელაპარაკებაში გულშემატკივარი ჩაერთო და ტრიბუნიდან სათამაშო მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ დიდ არეულობაში გადაიზარდა.

მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა და დაანნონსა, რომ მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი.

არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ!

15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო:

ლევან კობიაშვილი: “ხაშურში მომხდარ ინციდენტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”

სტატიის ავტორი
-