მალდინი: “მადლობა ღმერთს, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია…”

“მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – პაოლო მალდინიმ, მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც თამაში მოუწია.

“თითქმის ყველა ძლიერ და მაგარ მოთამაშესთან მითამაშია, გამიჭირდება საუკეთესო სამეულის ჩამოთვლა, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად სამართლიანად დავასახელო.

პირველი იქნება მარადონა, მეორე ადგილზე გავიყვანდი რონალდოს (ბრაზილიელს), მესამე ადგილს კი პლატინის დავუთმობდი.

მესისთან თამაშის შესაძლებლობა მქონდა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და ვეღარ ითამაშა. ეს ფაქტი კი ძალიან გამიხარდა, რადგან მასთან თამაში ურთულესი იქნებოდა, ვფიქრობ ამის გამო ძალიან გამიმართლა.”

შეგახსენებთ, რომ 1985 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, პაოლო მალდინის “მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. ახლა კი იგი “მილანის” ტექტნიკური დირექტორია.

მალდინი: “მადლობა ღმერთს, რომ მესის წინააღმდეგ არ მითამაშია…”

სტატიის ავტორი
-