UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი – ჰენრი სეჰუდო მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებას ითხოვს.
Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, სეჰუდომ ორგანიზაციის პრეზიდენტს, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.
“ეს დასასრული არაა. მერაბ დვალიშვილის თავი მსურს ლანგრით“, – ჰენრი სეჰუდო.
სეჰუდოს იდეას სოციალური ქსელების მომხმარებლები გამოეხმაურნენ – გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სეჰუდოსა და დვალიშვილის ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, უდიდეს სანახაობას მიიღებენ. ფანებს მოუთმენლად სურთ, ალჯამაინ სტერლინგისა და შონ ო’მალის და სენრი სეჰუდოსა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის ხილვა.
შეგახსენებთ, 7 მაისს, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი – ალჯამაინ სტერლინგი ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდა და 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.