ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელი დატოვა

საქართველოს ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსული “აპოელი” დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

აპოელსა” და თორნიკე ოქრიაშვილს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

კლუბი წარმატებას უსურვებს თორნიკეს პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში”, – წერს “აპოელის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

30 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა “აპოელის” შემადგენლობაში 2021/22 წლების სეზონში ითამაშა და 27 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

 

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელი დატოვა

სტატიის ავტორი
-